Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/deltamed/public_html/engine/classes/templates.class.php on line 68 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/deltamed/public_html/engine/classes/templates.class.php on line 72 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/deltamed/public_html/engine/modules/static.php on line 143 Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/deltamed/public_html/engine/classes/templates.class.php on line 77 tv
 
 

სატელევიზიო რეკლამა


__________________________________________________________________

სარეკლამო კომპანია „დელტა მედია“ გთავაზობთ მაღალხარისხიანი სატელევიზიო რგოლების დამზადებას და განთავსებას სატელევიზიო არხების ეთერში. სარეკლამმო რგოლების ტელე–ეთერში განთავსება მოიცავს სატელევიზიო კამპანიის დაგეგმვას და განხორციელებას დამკვეთთან შეთანხმებით შემუშავებული სარეკლამო სტრატეგიის საფუძველზე.

სარეკლამო პროდუქტის (ან მომსახურების სახის) სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის ემდეგ ხდება სარეკლამო კამპანიის კონკრეტული მიზნისათვის ოპტიმალური ბიუჯეტის განსაზღვრა და მოზემული ბიუჯეტის პირობებში მაქსიმალურად ეფექტური კამპანიის დაგეგმვა. სატელევიზიო არხების სარეკლამო სამსახურებთან – „სეილს ჰაუზებთან“ მოლაპარაკების შემდეგ განისაზღვრება მედია ბაინგის პირობები და იგეგმება სატელევიზიო კამპანია.

მედია დაგეგმვის პროცესში „დელტა მედია“ იყენებს სატელევიზიო ბაზრის კვლევის (AGB Nielsen Georgia) პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტს, რომლის ავტომატიზირებული მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება. გასული სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში ხდება ტელე–ეთერში გასული სარეკლამო რგოლების შემდეგ მუდმივი მონიტორინგი, რაც სარეკლამო კამპანიის ხარისხიანი წარმართვის გარანტია.

სატელევიზიო კამპანიის (ან მისი ცალკეული ეტაპის) დასრულების შემდეგ კეთდება Post Buy ანალიზი, რაც საშალებას იძლევა ერთმანეთთან შედარდეს პროგნოზული და რეალურად მიღწეული მედია პარამეტრები, განისაზღვროს განხორციელებული სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა.

„დელტა მედია“ AGB Nielsen Georgia-ს მონაცემების საფუძველზე სთავაზობს კლიენტებს სატელევიზიო ბაზრის კვლევას, მედია ტენდენციებისა და კონკრეტული ბაზრის ანალიზს, რეკომენდაციებს უწევს მას კონკრეტული უპირატესობების (Competitive advantages) მოპოვებისთვის.


__________________________________________________________________